ხახვი, ნიორი, სტაფილო და პრასა დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავასხათ ადუღებული წყალი, ჩავუმატოთ ბულიონის კუბიკები სოკო და ვადუღოთ. 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ტარხუნა, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, გავუწყოთ მარილი, წიწაკა და 5-10 წუთი ვხარშოთ. ცალკე მაგრად მოვხარშოთ კვერცხი, დავჭრათ და სუფრასთან მიტანის წინ წვნიანის თეფშებზე გადავანაწილოთ.