სოკო და კარტოფილი დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ მსხვილად, ხახვი დავჭრათ წვრილად. მდუღარე ბულიონი დავასხათ კარტოფილს და მოვხარშოთ. ცალკე მოვშუშოთ სტაფილო და ხახვი კარაქში. დავამატოთ სოკო.მოშუშული ბოსტნეული დავამატოთ კარტოფილს. მდუღარე სუპში ჩავამატოთ მდნარი ყველიც. მოვურიოთ, სანამ კარგად არ გადნება. დავამატოთ მარილი, პილპილი, სასურველი მწვანილი.