თბილ რძეში გახსენით საფუარი და 10 წუთი ადროვეთ. ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ. კარაქი გაადნეთ, დაამატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი, ზეთი და კვერცხი. კარგად აურიეთ. საფუვრიან რძეს დაამატეთ კეფირი და ცოტა გაცრილი ფქვილი, აურიეთ და დაამატეთ კვერცხებიანი მასა, შემდეგ სუნელები და დარჩენილი ფქვილი.მოზილეთ ცომი, ბოლოს დაამატეთ ქიშმიში. დადგით ცომი ასაფუებლად სითბოში.აფუებული ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. დაფარეთ პირსახოცი და აცალეთ ხელახლა აფუება 10-15 წუთი. შემდეგ გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს..