შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ნუში, დარიჩინი კარაქი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ და მიღებული ცომი 30 წუთით მაცივარში გააჩერეთ. 28 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი. ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსზე. ცომის 3/4 გააბრტყელეთ უფრო ფართოდ ვიდრე ფორმაა და ჩააფინეთ მასში, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს 2 სმ-ზე მაინც. ცომზე გაანაწილეთ ჯემი. დარჩენილი ცომი გააბრტყლეთ, დაჭერით ლენტებად და ლამაზად დაადეთ ზემოდან ტარტს. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ დაახლოებით 30-40 წუთი გამომცხვარი ნამცხვარი კარგად გააციეთ და მოაფრქვიეთ პუდრა.