ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. მიიღებთ ფხვიერ მასას. ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს კრემს. ჭიქებში ფენებად ჩაალაგეთ დაფხვნილი ნამცხვარი, კრემი და მარწყვი, ზემოდან კი მორთეთ პიტნის ფოთლებით.