გრილიაჟი შეიძლება მომზადდეს ნიგვზით, თხილით, ნუშით, არაქისით. მომზადების დროს, სასურველია ხელი არაფერმა შეგიშალოთ, რადგან კარამელი ყურადღებას მოითხოვს. შეარჩიეთ სქელძირიანი, უჟანგავი ფოლადის ან თუჯის ქვაბი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ჩაყარეთ შაქრის ნახევარი. როცა შაქარი დნობას დაიწყებს, დარჩენილი შაქრის ნაწილ-ნაწილ დამატება დაიწყეთ. შაქარი რომ მთლიანად გადნება, დაამატეთ ლიმონის წვენი, აურიეთ. კარამელი ნელ-ნელა უფრო და უფრო გამუქდება. როცა ღია ყავისფერს მიიღებს, ჩაყარეთ ნიგოზი. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და კარგად მოურიეთ. შუშეთ დაახლოებით 5 წუთი. ხშირად ურიეთ, რომ ნიგოზი კარგად დაიფაროს კარამელის ფენით. მაგიდაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ მზა გრილიაჟი, მოასწორეთ კოვზით და გააციეთ. შემდეგ დატეხეთ და დაანაწევრეთ.გრილიაჟი შეიძლება მომზადდეს მსხვილად დაფქული ნიგვზითაც.