თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ზეთში შევწვათ ყველა მხრიდან, შემდეგ ამოვიღოთ საშრობ ქაღალდზე, რომ დაიწრიტოს ზედმეტი ცხიმისაგან.ბალზამიკოში ავურიოთ შაქარი და მარილი.სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ დაჭრილი კიტრი, პამიდორი, წიწაკა, რეჰანი და მომზადებული სოუსი.თევზის ნაჭრები სალათზე დავაწყოთ და ცხელი მივირთვათ.