ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე (ე.წ. თეთრად, გაოქროსფრებამდე), დავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი. მაღალ ცეცხლზე ვშუშოთ 3 წუთი, შემდეგ ცეცხლის ალს დავუწიოთ, დავამატოთ სანელებლები, მარილი; დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი სრულად დაიფაროს. ტაფას დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ 10-15 წუთით. ცალკე ჭურჭელში გადავურიოთ არაჟანი და ყველი და შემდეგ ჩავამატოთ ტაფაზე მოთავსებულ მასაში. კარგად მოვურიოთ და 2-3 წუთში გამოვრთოთ.პურის ბატონს მოვაჭრათ ზედა ნაწილი და კოვზის ან დანის დახმარებით ამოვაცალოთ გული ისე, რომ მივიღოთ "ნავი". ხორციანი მასა გადავანაწილოთ 4 ულუფად, სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი და დავაფაროთ ზედა ნაწილი.