ღუმელი გაახურეთ 150 გრადუსზე.ბარკალს წაუსვით ზეითუნის ზეთი. ბასრი დანით გაუკეთეთ ჭრილები და ჩაუდეთ ნივრის კბილები, ისე რომ ხორციდან არ ჩანდეს. ჭრილებში ასევე ჩაუდეთ ცოტაოდენი როზმარინის ღეროები. მოაყარეთ მარილი და პილპილი.ღრმა ჭურჭელში ძირზე დაალაგეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ზემოდან დაადეთ ბარკალი, დაასხით ღვინო და კარგად შეფუთეთ ფოლგით და შედგით ღუმელში 4-4.5 საათით. ბოლოს მოხადეთ ფოლგა და ტემპერატურას აუწიეთ 200 გრადუსზე, რომ ხორცი დაიბრაწოს. შემწვარი ხორცი 20 წუთით დავასვენოთ და შემდეგ დავჭრათ.