ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვშუშოთ ზეთში. შუშვის დროს დავამატოთ შავი პილპილი.კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი. შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი.ფენოვანი ცომის 2/3 ნაწილი ჩავაფინოთ ფორმაში (22 სმ) , ამოვუყვანოთ გვერდები 3-4 სმ-ზე. ძრში გავანაწილოთ მოშუშული ხახვი, ზემოდან დავასხათ კვერცხიანი მასა. დარჩენილი ცომი დავჭრათ ლენტებად და კვარედინად დავალაგოთ ღვეზელის თავზე. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.