შეურიეთ ფქვილი, მარილი, საფუარი. დაამატეთ რძე და წყალი, მოზისლეთ ცომი, შემდეგ შეურიეთ დარბილებული კარაქი. ხელახლა მოზილეთ ელასტიური ცომი და დადგით ასაფუებლად.აფუებული ცომი გაყავით 5 ნაწილად და გააბრტყელეთ და რულეტივით გადაახვიეთ. გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე , დააფარეთ პირსახოცი და აცალეთ ხელახლა აფუება. დაახლოებით 30 წუთში, გადაუსვით თავზე ათქვეფილი კვერცხი და ბასრი დანით ან სამართებლით დასერეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი