ჟელატინს დავასხათ წყალი და დავდგათ 20-30 წუთი გასაფუებლად, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. არაჟანს დავამატოთ შაქარი და ავთქვიფოთ. ხილი დავჭრათ, თუ საჭიროა. დავჭრათ ბისკვიტიც.ღრმა თასში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და ფენა ფენა ჩავალაგოთ ხილი და ბისკვიტის ნაჭრები. გამდნარი ჟელატინი შევათქვიფოთ არაჟანს და დავასხათ ხილს. შევდოთ მაცივარში გამაგრებამდე. რჩევა: კივი მხოლოდ გასაფორმებლად გამოვიყენოთ, რადგან ჟელატინის მოქმედებას ხელს უშლის მასში შემავალი ნივთიერებები და დესერტი ცუდად გამაგრდება. შეიძლება არც გამაგრდეს. მის გარდა, შეგვიძლია ნებისმიერი ხილი გამოვიყენოთ სეზონის და სურვილის მიხედვით.