შვრია და არაქისის კარაქი მოათავსეთ ქვაბში. ცალკე გაათბეთ რძე, დაამატეთ შაქარი, კაკაო, კარაქი, წამოადუღეთ, თან ურიეთ, რომ არ გადმოვიდეს. დაასხით შვრიას, დაამატეთ ვანილი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სნიკერსი და კვლავ აურიეთ. თუ ფიქრობთ, რომ ნარევი არასაკმარისად სქელია და ფორმის მიღება გაუჭირდება, 1-2 კოვზი შვრია კიდევ დაამატეთ.შემდეგ კოვზით გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე და შედგით მაცივარში გასაციებლად.