ჟოლოს დავამატოთ შაქარი, ლიმონის ცედრა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. წყალში გავხსნათ სახამებელი და ჩავამატოთ ჟოლოს. . მასა რომ შექელდება გადმოვიღოთ ცეცხლიდან.ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ სისქეზე და მივცეთ მართკუთხა ფორმა. თვალის ზომით გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად და ცენტრალურ ნაწილზე მოვათავსოთ ჟოლოს გულსართი. გვერდები ჩავჭრათ 2 სმ სისქის ლენტებად და ზემოდან, ცენტრისკენ გადმოვაწნათ ერთმანეთს.თავი და ბოლო შევუკეცოთ შიგნით. ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს