ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. დავასხათ ძმარი, ზეთი, დავამატოთ მარილი და პილპილი. დავდგათ მაცივარში 1 საათით.ხახვი დავჭრათ მსხვილად, სტაფილო რგოლებად.ღრმა ტაფაში ან ქვაბში შევბრაწოთ ხორცის ნაჭრები. ჩავამატოთ ხახვი და სტაფილო, გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ ჩავასხათ ღვინო და ბულიონი. დავამატოთ დაფნა, მიხაკი, დავახუროთ თავზე და ვშუშოთ დაახლოებით 1 საათი, ხორცის დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი და კიდევ 10-15 წუთი ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, მწვანილი