დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხები, ვანილი, შემდეგ ფქვილი. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ გვერდებიან ფორმაში (24-26 სმ). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ამოვიღოთ ფორმიდან და გავაციოთ.რძე გავაცხელოთ, კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და წვრილ ზოლად ჩავუშვათ ამ მასაში რძე, კარგად გავხსნათ და დავაბრუნოთ ცეცხლზე. ხშირი მორევით მოვხარშოთ კრემი. შესქელების შემდეგ გადმოვიღოთ და გავაციოთ. ამოვავსოთ ტარტი მოხარშული კრემით, მოვრთოთ ჟოლოთი და ცოტა ხნით მაცივარში გავაჩეროთ