ამ ნაყინის მომზადება შეიძლება სხვა ხილითაც: მანდარინით, ანანასით, ატმით და ა.შ.ფორთოხალი გაარჩიეთ და ბლენდერში ფაფად აქციეთ. ნაყინს რომ ნაზი კონსისტენცია ჰქონდეს, მიღებული პიურე გაატარეთ საწურში. შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე, არაჟანი და კვლავ ათქვიფეთ ბლენდერში. ჩაასხით კონტეინერში და გაყინეთ. პერიოდულად კარგად აურიეთ, რომ არ დაკრისტალდეს.