ჟელატინს დავასხათ რძე და ვაცალოთ გაფუება. შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. დავამატოთ შაქარი, ვანილი, მოვურიოთ და გავაგრილოთ. ხაჭო გავატაროთ საცერშიშევურიოთ ჟელატინიანი მასა არაჟანთან ერთად. გავყოთ ორ ნაწილად და ერთს დავამატოთ კაკაო. ფორმაში ჩავასხათ თეთრი მასა და შევდგათ საყინულეში 15-20 წუთით. შემდეგ დავასხათ შოკოლადის ფენა და შევაბრუნოთ მაცივარში გასამაგრებლად. შეგიძლიათ პატარა ჭიქებში ან ერთ დიდ ფორმაში მოამზადოთ.