ტაფაში გააცხელეთ 2 კოვზი ზეთი და მოშუშეთ ხახვი და ნიორი. შემდეგ დაამატეთ ფარში და შუშეთ, თან ხშირად აურიეთ. დაამატეთ მუსკატის კაკალი, ქონდარი, ფქვილი. აურიეთ და განაგრძეთ შუშვა. ორიოდე წუთში დაამატეთ პომიდორი, ტომატი, წყალი და შუშეთ კვლავ 15-20 წუთი, საშუალო ცეცხლზე. ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი პარალელურად, დანარჩენ ზეთში შეწვით დაჭრილი ბადრიჯანი ორივე მხრიდან, სწრაფ ცეცხლზე. სოუსისთვის ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და სწრაფად ურიეთ. რამდენიმე წამი შუშეთ, შემდეგ დაასხით რძე, კარგად აურიეთ, რომ კოშტები არ დარჩეს და ასევე ხშირი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. მორევა არ შეწყვიტოთ, ისე ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ორიოდე წუთი. სოუსი შესქელდება. დაამატეთ მარილი და პილპილიც. ღუმელის ფორმაში ძირზე დააფინეთ ბადრიჯნის ნაჭრები, ზემოდან გაანაწილეთ ფარში, შემდეგ კვლავ ბადრიჯანი და ფარში. ზემოდან მოასხით შეგრილებული სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ზემოდან დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები. მოამზადეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი, სანამ ყველი გადნება და მოიბრაწება. *მუსაკას ზოგიერთ რეცეპტში დამატებულია კარტოფილის პიურეც, რომელიც კერძს ფარშისა და ბადრიჯნის შემდეგ ემატება. ბადრიჯნის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბაყი.