ფორთოხალი ოთხად გაჭერით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ღვინო, 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ შაქარი და სანელებლები. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. მსხლები გათალეთ. შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ და გული ამოაცალოთ ან მთლიანი დატოვოთ. ჩაუშვით სიროპში და ხარშეთ 15-20 წუთი.შემდეგ გააგრილეთ, გადაიტანეთ თეფშზე, გააფორმეთ და მიიტანეთ სუფრასთან. გასაფორმებლად გამოიყენეთ შოკოლადი, ნუშის ფირფიტები, ნაღებისა და მასკარპონეს კრემი ან რაც გსურთ.