დიდ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, სანამ ჰაეროვან, ფუმფულა მასას არ მიიღებთ. შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი, ფქვილი, სოდა და აურიეთ. გააცხელეთ ვაფლის საცხობი, წაუსვით ცხიმი. დაასხით 1-2 კოვზი ცომი და გამოაცხეთ 20-45 წამი (დამოკიდებულია თავად საცხობზე). გამომცხვარი ვაფლი ფრთხილად ამოიღეთ და ცხელივე გადაახვიეთ სპეციალური ფორმის დახმარებით ან მის გარეშე, თუნდაც მუყაოს ტრაფარეტის დახმარებით.გაციებული ვაფლი ჰერმეტულ ჭურჭელში შეგიძლიათ შეინახოთ.