ფქვილს შეურიეთ დაფქული ნიგოზი, მარილი, შემდეგ აურიეთ კარაქთან ერთად. დაამატეთ წყალი და მიღებული ცომი 30 წუთი მაცივარში გააჩერეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და განაგრძეთ შუშვა. ცალკე შეწვით ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი და ყაბაყი.ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში. ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი, ყაბაყი, მოშუშული წიწაკა და მოაყარეთ ყველი. შემდეგ მოასხით სოუსი.სოუსისთვის ათქვიფეთ რძე და კვერცხი, დაამატეთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%93%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B8%D1%80%D1%8B-%D0%B8-%D0%B2%D1%8B%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%BA%D0%B0/%D0%9E%D0%B2%D0%BE%D1%89%D0%BD%D0%BE%D0%B9-%D0%BF%D0%B8%D1%80%D0%BE%D0%B3-%D1%81-%D0%BA%D0%B0%D0%B1%D0%B0%D1%87%D0%BA%D0%B0%D0%BC%D0%B8-%D0%B8-%D0%B1%D0%B0%D0%BA%D0%BB%D0%B0%D0%B6%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%BC