ფქვილი გაცერით, შეურიეთ სოდა და შაქარი. კვერცხი და კეფირი გათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი.ტაფაში დაასხით ცოტა ზეთი და საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. დაასხით 1 ან 2 კოვზი ცომი და გამოაცხეთ ორივე მხრიდან.თბილი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, სხვადასხვა ხილით, არაჟნით, მურაბით და ა.შ. თუ უფრო ტკბილი გინდათ, დაამატეთ შაქარი.