თასში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ ლიმონის ცედრა. ასრისეთ ხელით, რომ ცედრამ მთელი არომატი გამოუშვას. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, კვერცხი და კარგად აურიეთ. შოკოლადი და კარაქი გაადნეთ, ჩაამატეთ კვერცხიან მასას. კარგად აურიეთ და ჩაამატეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. მიღებული ცომი ჩაასხით საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი. ბრაუნი შიგნიდან ოდნავ ნოტიო უნდა დარჩეს.