ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ჩაამატეთ ქონდრის (ან ბეგქონდარას) ტოტები, რომ არომატი გაუშვას. დაჭერით ხახვი რგოლებად, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ გარეცხილ-გასუფთავებული ღვიძლი და შეწვით 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ღვინო, მწიკვი მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი. შუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნაღები. როგორც კი წამოდუღდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან. გადაიტანეთ ბლენდერში და ერთიან მასად აქციეთ. გადაიტანეთ პაშტეტი ჭურჭელში, მოასხით გამდნარი კარაქი და შეინახეთ მაცივარში. გაცივების შემდეგ პაშტეტი მზადაა.