გრილზე შემწვარი ვარიები ჩინურად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სიჩუანური პილპილი - 1 ს.კ ( ან ჩვეულებრივი პილპილის მარცვლები)
  • კამის თესლი - 1 ს.კ
  • დარიჩინი - 2 ჯოხი
  • მიხაკი - 6 ბუტონი
  • მარილი - 2 ს.კ
  • შაქარი - 1 ს.კ
  • ბადიანი - 3 ცალი
  • ვარიები (პატარა ქათმები) - 2 ცალი (600-700 გ თითოეული)
  • ჯანჯაფილი (კოჭა) - 3 სმ ფესვი
  • ჩილი წიწაკა - 1
  • ქინძი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები
ბადიანი, დარიჩინი, მიხაკი, კამის თესლი და პილპილი მშრალ ტაფაზე მოვხალოთ, რათა არომატი უკეთ გაუშვას. ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და წვრილ ჩხირებად დავჭრათ.  მწვანე ხახვის თეთრი თავები გავჭრათ შუაზე. ზედა მწვანე ნაწილი კი ქინძთან და ჩილი წიწაკასთან ერთად წვრილად დავჭრათ.

ვარიები  გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ზედმეტი ცხიმი მოვაცილოთ. 

ქათმის შეწვის დროს, ზემოდან დასადებად დაგვჭირდება 2 აგური ან სხვა რაიმე მძიმე საგანი. აგური შევფუთოთ ფოლგის რადენიმე ფენაში.

მოვამზადოთ მარინადი.  ქვაბში ჩავასხათ 2 ლ წყალი, წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი, შაქარი, მოხალული სუნელები. გავაციოთ,  დავამატოთ ჯანჯაფილი და მწვანე ხახვის თავები. ჩავდოთ მარინადში ქათამი და შევინახოთ მაცივარში 12 საათი.  

გავახუროთ გრილი. ნაკვერჩხალი რომ ნაცრისფერს მიიღებს და ცეცხლის ალი მინელდება, გრილის ბადეს ცხიმი წავუსვათ და დავდოთ მარინადიდან ამოღებული ქათამი. ქათამი წინასწარ გავჭრათ შუაზე, მოვაცილოთ სუნელების ნარჩენები, გრილზე დადების შემდეგ კი დავადოთ აგური, რომ ბრტყელი ფორმა მიიღოს. შეწვის დროს პერიოდულად ვატრიალოთ, რომ არ დაიწვას და თანაბრად მომზადდეს. დრო დამოკიდებულია ქათმის ზომასა და გრილის სიმხურვალეზე.  

შემწვარი ქათამი გადმოვიღოთ, დავასვენოთ 5-7 წუთი, შემდეგ დავჭრათ და მოვაყაროთ წიწაკისა და მწვანილის ნარევი