შეურიეთ ერთმანეთს თბილი რძე, გამდნარი კარაქი, მარილი, შაქარი, საფუარი, კვერცხი და ბოლოს ფქვილი. მოილეთ ცომი - ელასტიური და რბილი. გადააფარეთ თავზე და დადგით სითბოში ასაფუებლად. როცა ცომი მოცულობაში გაორმაგდება, გადიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და გააბრტყელეთ. მიეცით ოთხკუთხა ფორმა, ზემოდან გადაუსვით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ შაქრიანი დარიჩინი. გადაკეცეთ ცომი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გააბრტყელეთ კიდევ ერთხელ და დაჭერით ლენტებად. ლენტები გადაგრიხეთ,შემდეგ მრგვალად შემოახვიეთ, ისე რომ ბოლოები შიგნით მოექცეს და დაალაგეთ ტაფაზე. თავზე გადააფარეთ და აცალეთ ხელახლა ამოფუვდეს, შემდეგ კი 180 გრადუსზე გამოაცხეთ 15-20 წუთი. გამოცხობის წინ თავზე გადაუსვით კვერცხი.