ხორცი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. წაუსვით მარილი და პილპილი, გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დაბეგვეთ. ხორცის ნაჭერი უნდა გაბრტყელდეს და სიგანეში გავიდეს. ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. შეწვით ბლომად ცხელ ზეთში, ტაფაზე ან ფრიტიურში. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. სუფრასთან მიიტანეთ ლიმონის ნაჭერთან ერთად, რომელსაც მირთმევის წინ მოასხურებთ - ძალიან უხდება.