უგემრიელესი ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბატკნის ხორცი - 1.7 კგ
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ისპანახის ფოთლები - 150 გ
  • ყველი ფეტა - 2/3 ჭიქა
  • კედარის კაკალი ან ნიგოზი - 2-3 ს.კ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, მოშუშტეთ ტაფაზე ზეთში. დაამატეთ მარილი და პილპილი, შემდეგ დაამატეთ კედარის კაკალი ან დაჭრილი ნიგოზი. როცა ხახვი, ნიორი და ნიგოზი სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ ისპანახის ფოთლები, 2-3 წუთში კი ფეტა.

გულსართი ჩაუდეთ ხორცს და რულეტივით შეახვიეთ. დაამაგრეთ ძაფით. შეწვით რულეტი ტაფაზე ყველა მხრიდან, რომ სასიამოვნო ოქროსფერი კანი გაიკეთოს. შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში 190 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი