ხორცის რულეტი ფენოვან ცომში
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 450 გ
  • ღორის ხორცის ფარში - 700 გ
  • მოხარშული კვერცხი - 3
  • კვერცხი - 1
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ოხრახუში - 1/2 კონა
  • მარილი და პილპილი
  • მდოგვი - 2 ჩ.კ

მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაამატეთ ფარშს. შემდეგ დაამატეთ მდოგვი და ათქვეფილი კვერცხი (ცოტა შემოინახეთ ზემოდან გადასასმელად), დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. 

ცომი გავშალოთ და გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმით. ზემოდან დავადოთ ფარშის  ნაწილი, შუაზე გაჭრილი კვერცხები და დარჩენილი ფარში. გადავუკეცოთ ცომის ნაპირები და ზემოდან  გადავუსვათ შემონახული კვერცხი. გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.