სქელძირიან ქვაბში ჩაასხით მაქსიმალურად ცხიმიანი რძე (მინ. 3.2%), დაამატეთ შაქარი და მოურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და წამოადუღეთ. ურიეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ მანამ, სანამ რძე თავდაპირველი მასის 2/3 არ დარჩება და ცოტა არ შესქელდება. ფერი უნდა იყოს მსუბუქი მოყვითალო-კრემისფერი. ბოლოს დაამატეთ ვანილი. გაციების შემდეგ მასა სქელი და ბლანტი გახდება. თუ კვლავ მოხარშავთ მსუბუქ კარამელისფერს მიიღებს და მოხარშულ შესქელებულ რძედ იქცევა.