ცომი: ხაჭო და შაქარი აურიეთ, დაამატეთ კვერცხი, მარილი, ზეთი, ვანილი, ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი და დაასვენეთ 20 წუთი.გაყავით ცომი 2 ნაწილად. გააბრტყელეთ 24 სმ დიაგონალის მქონე წრის ფორმით, 5 მმ სისქეზე. გაყავით 8 სექტორად. თითოეულ სექტორს გაუკეთეთ სამი ჭრილი ვიწრო წვეროსთან, განიერ მხარეს და თხლად დაჭრილი ვაშლის ნაჭრები დაალაგეთ. მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი. გადმოაფარეთ ცომის ვიწრო ნაწილი ვაშლის ზემოდან.გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, ზემოდან გადაუსვით კვერცხის გულისა და რძის ნარევი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი