ღორის ხორცი ჩინურად, ტკბილ-მჟავე სოუსში
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 350 გ
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2
  • ანანასი, დაკონსერვებული - 130 გ
  • ბრინჯის ძმარი - 2 ს.კ ( ან თეთრი ღვინის ძმარი
  • შაქარი - 2 ს.კ
  • კეტჩუპი - 2 ს.კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს.კ
  • კვერცხის გული - 1
  • ჯანჯაფილი (კოჭა) - 1.5-2 სმ
  • სახამებელი - 5 ს.კ
  • მარილი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი წინასწარ დაჭერით და მოამზადეთ, რადგან მომზადების პროცესი ცოტა დროს მოითხოვს.
ხორცი დაჭერით პატარა კუბებად, ანანასი და წიწაკა ტანაბარ ნაჭრებად.
ხორცს დაამატეთ კვერცხის გული, სოიოს სოუსი, 1 ს.კ სახამებელი, მარილი და სულ ცოტა წყალი. დატოვეთ ასე მინიმუმ 30 წუთი. შემდეგ ხორცის ნაჭრები კვლავ სახამებელში ამოავლეთ, დაფერთხეთ, რომ რაც ზედმეტია მოშორდეს და შეწვით ფრიტიურში, ან ღრმა ტაფაზე, კარგად გახურებულ ზეთში. როცა ხორცის ნაჭრები მსუბუქ ოქროსფერს მიიღებს, ამოიღეთ და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
ვოკში ან ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და სწრაფად მობრაწეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი ჯანჯაფილის ფესვი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ორიოდე წუთში დაამატეთ ანანასი
როგორც კი ანანსი მოიბრაწება, სწრაფადვე ჩაამატეთ ძმარი და აურეთ, შემდეგ შაქარი, კეტჩუპი და კვლავ აურიეთ. ჩააამატოთ ტაფაში ხორცი, 1 ს.კ წყალში გახსნილი 1 ს.კ სახამებელი. კარგად აურიეთ და წამოდუღებისთანავე გადმოიღეთ ცეცხლიდან.
მიირთვით ასე, ან ბრინჯთან ერთად.