კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და დარბილებული კარაქი. კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილთან ერთად გაცრილი კაკაო და სოდა, შესქელებული რძე და აურიეთ. 23 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლ. 40 წუთი. მზა ბისკვიტი გააციეთ და გაჭერით სამ ფენად.ქლიავის ჩირი 15 წუთით ჩაალბეთ მდუღარე წყალში. შემდეგ გააშრეთ და დაჭერით წვრილად. შაქარი და არაჟანი ათქვიფეთ. დაამატეთ ჩირი და აურიეთ. ბისკვიტები დანამეთ შესქელებული რძით, შემდეგ წაუსვით კრემი. ასე გაიმეორეთ ყველა ფენაზე. გვერდებზე წაუსვით არაჟნის კრემი და ზემოდან კაკაო მოაფრქვიეთ.