გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თეთრი თევზის ფილე კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, სოკო ფორფიტებად. ტაფაზე გააცხელეთ 2 კოვზი ზეთი და მოშუშეთ სოკო და ხახვი 2-3 წუთი, მაღალ ცცხლზე. დაამატეთ მარილი, პილპილი და თეთრი ღვინო.თევზის ფილეს წაუსვით მარილი და პილპილი. ღუმელის ფორმაში ჩადეთ სოკოსა და ხახვის 2/3. ზედ დადეთ ფილე, მოასხით სოკოს სოუსი მთლიანად. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და დარჩენილი ზეთი (ან გამდნარი კარაქი) და შეწვიტ ღუმელში სანამ არ დაიბრაწება, დაახლოებით 20-25 წთ. მზა კერძს კიდევ მოაყარეთ ცოტაოდენი ოხრახუში.