თევზი გამოშიგნეთ და კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ. მუცელში და ლაყუჩების ადგილას ჩაუდეთ მწვანილის ტოტები და დაჭრილი ხახვის რგოლები. გარედან გაუკეთეთ ჭრილები და მოასხით ლიმონის წვენი. შედგით მაცივარში 1-2 საათი. შემდეგ წაუსვით მარილი და პილპილი, შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ამოაცალეთ ხახვი და მწვანილები.სუფრაზე მიიტანეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეულის გარნირთან ერთად, რომელთაც წინასწარ მოხარშავთ ან ღუმელში შეწვავთ.