მანდარინისგან გამოწურეთ წვენი და წვრილ საწურში გაწურეთ. დაალბეთ მასში ჟელატინი. შემდეგ დაამატეთ ვანილი, შაქარი და გაათბეთ, რომ ჟელატინი და შაქარი გადნეს. არ აადუღოთ. წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ და ჩაასხით ფორმებში.გაციების შემდეგ შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ: ცედრით, ხილის ნაჭრებით, შოკოლადის ბურბუშელით და ა.შ. ამ შემთხვევაში მორთულია შოკოლადის მუსით (ათქვეფილი ნაღები+გამდნარი შოკოლადი და ჟელატინი) .