ხორცი დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად, დაასსხით ღვინო და ხარშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლე 20-30 წუთი. შემდეგ დაამატეთ 50 მლ წყალი და განაგრძეთ ხარშვა 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი, კარაქი (ან ზეთი) და მაღალ ცეცხლზე შუშეთ 2-3 წუთი, თან ხშირად ურიეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და ხარშეთ კიდევ 30 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, 50 მლ წყალი და ხარშეთ დამატებით 10-15 წუთი. ბოლო ეტაპზე დაამატეთ წიწაკა, აჯიკა და ნიორი. რამდენიმე წუთი ადუღეთ, დაამატეთ სასურველი მწვანილი და მარილი .