ფრანგული ბაგეტი ხრაშუნა ქერქით და უნაზესი გულით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • რძე - 200 გ
  • თბილი წყალი - 60 მლ
  • კარაქი - 20 გ + 20 გ გადასასმელად
  • შაქარი - 1 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 2 ჩ.კ
  • სეზამის მარცვლები

მომზადების წესები
საფუარი გახსენით თბილ რზეში. გაცრილ ფქვილს დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, შემდეგ რძე და მოზილეთ ცომი. ზილეთ სანამ არ გახდება პრიალა და ელასტიური. დადგით ასაფუებლად სიტბოში - ცომი უნდა გაორმაგდეს.

ცომი გაყავით ორ ან სამ ნაწილად, გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმით და გადაუსვით გამდნარი კარაქი. გადაკეცეთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შემდეგ შედეთ მაცივარში 15 წუთი. ამის შემდეგ თითოეული ნაწილი კვლავ გააბრტყელეთ, გადაუსვით ფუნჯით კარაქი და გადაახვიეთ რულეტივით.

ბაგეტები გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, გადაუსვით რძე ან კვერცხი, მოაყარეთ კუნჟუტი (სეზამი) და გაუკეთეთ ჭრილები. დატოვეთ პირსახოცგადაფარებული 30 წუთით, შემდეგ გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი
ტეგები:
ბაგეტი რძე პური ნანახია: 4950