ხორცი დაჭერით, დაბრაწეთ კარაქში ან ერბოში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ დაასხით ცივი წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დაწყებიდან 30-40 წუთის შემდეგ დაამატეთ მუხუდოს მარცვლები, რომელიც წინასწარ მთელი ღამის განმავლობაში დაალბეთ. კიდევ 30 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი. დაახლოებით 15 წუთში, როცა კარტოფილი დარბილდება, დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, ტკბილი წიწაკა, მარილი, პილპილი. 10 წუთის შემდეგ კერძი მზადაა. დაამატეთ დაჭრილი ცხარე წიწაკა გემოვნებით, ძმარი ან ლიმონის წვენი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. ზოგჯერ ბოზბაშს ბოსტნეულთან ერთად მომჟავო ხილსაც ამატებენ: ვაშლს, კომშს.