ჟელატინს დაასხით რძე და დაალბეთ.ხაჭო, არაჟანი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ჟელატინიანი რძე გაათბეთ, ისე რომ ჟელატინი გადნეს და შეატქვიფეთ ხაჭოს. შემდეგ შეურიეთ ვანილი და დაჭრილი ხილი.გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში გასაციებლად რამდენიმე საათი. გამაგრების შემდეგ ჟელეს ფორმა რამდენიმე წამით ჩადეთ ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ თეფშზე - დესერტი ადვილად გადმოვა.