კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ მოცულობაში არ გასამმაგდება. დაამატეთ გაცრილი კაკაო, სოდა, ფქვილი და სახამებელი. ფრთხილად ამოურიეთ მიქსერის გარეშე. შემდეგ შეურიეთ კარაქი ნაწილ-ნაწილ. 20-22 სმ დიამეტრის ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე.ალუბალი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქრის ნაწილი და წამოადუღეთ. შემდეგ ეს წვენი გადაუწურეთ ცალკე. ნაღები ათქვიფეთ დარჩენილ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამად. 100-150 მლ ალუბლის წვენს დაამატეთ ლიქიორი და დანამეთ ბისკვიტის ფენები. პირველ ბისკვიტს წაუსვით კრემი, დაალაგეთ ალუბლები, დაადეთ მეორე ფენა ბისკვიტი. შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცესი.მესამე ფენას მხოლოდ კრემი გადაუსვით. კრემი წაუსვით გვერდებზეც. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და თხელ ფენად წაუსვით რაიმე მყარ, სწორ ზედაპირზე. გააციეთ მაცივარში. გამაგრების შემდეგ ფართოპირიანი "შპატელით" ან დანით ააფხიკეთ ბურბუშელა. მორთეთ ტორტი ბურბუშელით, ნაღების კრემით და კოქტეილის ალუბლებით