კვერცხი, შაქარი, კაკაო, ფქვილი და ვანილი შეურიეთ. დაასხით ცხელი რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ შესქელბამდე, თან ხშირად ურიეთ. გააციეტ და შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.ფორმას ჩააფინეთ ცელოფანი. ფხვიერი ნამცხვრები დაასველეთ ყავაში და ჩაალაგეთ ფორმის ძირში, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, გადაუსვით კრემი. გაიმეორეთ პროცედურა სანამ არ დამთავრდება ნამცხვარი და კრემი. შედგით მაცივარში რამდენიმე საათი, რომ კარგად გაიჟღნთოს და შეიკრას. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე და წაუსვით ნაღების კრემი გვერდებზე და ზემოდან.ნაღების კრემისთვის ცივი ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასტან და ვანილთან ერთად შესქელებამდე. ზემოდან მოაფრქვიეთ კაკაო. *ტორტი შეგიძლიათ მზა ბისკვიტითაც მოამზადოთ: დანამეთ ყავით და დანარჩენი ისე გააკეთეთ, როგორც რეცეპტშია.