ხახვი დაჭერით ალყა-ალყად და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ღვიძლი და მობრაწეთ. შემდეგ დაასხით ნარშარაბი და წამოადუღეთ 3-4 წუთი. გადაწურეთ წვენი ცალკე, დაამატეთ მდოგვი, მარილი პილპილი და კარგად აურიეთ. მოასხით ეს სოუსი სალათის ფოთლებს, ზემოდან დაალაგეთ ხახვი და ღვიძლი, მოაყარეთ დაფშვნილი ყველი, ნიგოზი (ან კედარის კაკალი) და ბროწეულის მარცვლები