თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. ადროვეთ 15 წუთი. შეურიეთ რძე, კეფირი, შკვერცხი, მარილი და ზეთი.დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. გულსართისთვის შეურიეთ ერთმანეთს ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მარილი და პილპილი. ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქეზე და გამოჭერით რგოლები 7-8 სმ დიამეტრით. თითოეულ წრეზე გაანაწილეთ 1 კოვზი ფარში და ცოტაოდენი ყველი. გადაკეცეთ ორად, შემდეგ კიდევ ორად და ნაპირები შეუწებეთ (იხილეთ ფოტოები). 28 სმ დიამტრის ფორმაში გვერდიგვერდ მჭიდროდ ჩაალაგეთ. ფორმას რომ მთლიანად შეავსებთ, გადააფარეთ თავზე და დატოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ გადაუსვით კვერცხი და შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე 35-40 წუთი.