თასში ჩააფინეთ ცელოფანი.კექსი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად და მჭიდროდ ჩაალაგეთ თასის ძირში და გვერდებზე. წაუსვით ჟოლოს ჯემი. შემდეგ გადაიტანეთ დარბილებული ნაყინის ნაწილი, მოაყარეთ თხილეულის მიქსი (ნუში, თხილი, ფსტა, ნიგოზი... რაც გსურთ) შემდეგ დაალაგეთ უკურკო ალუბალი (ან სხვა სასურველი ხილი). დარჩენილ ნაყინში აურიეთ დაჭრილი ცუკატები და გარჩეული ფორთოხლის ლებნები, დაჭრილი. გადაიტანეთ თასში. ზემოდან დააფარეთ კვლავ კექსის ნაჭრები. დააფარეთ ცელოფანი. კარგად დატკეპნეთ და შეინახეთ საყინულეში რამდენიმე საათი ან თუნდაც დღე, თუ დესერტს წინასწარ ამზადებთ.სერვირების წინ დესერტი გამოიღეთ საყინულედან, გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით გამდნარი შოკოლადი და მორთეთ სურვილისამებრ.