უნივერსალური კრემი "ზღაპარი" ტორტებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს კრემი გამოდგება აბსოლუტურად ყველანაირი ტორტისთვის! შეუდარებელია და გემოთი ნაყინ პლომბირს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ვანილი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კვერცხის გული - 1
  • რძე - 3 ჭიქა
  • კარაქი - 400 გ

მომზადების წესები
2 ჭიქა რძეში გახსენით კვერცხის გული და დადგით დაბალ ცეცხლზე. არ აადუღოთ, ხოლოდ გააცხელეთ. დარჩენილ რძეში გახსენით შაქარი და ფქვილი. შეურიეთ გაცხელებულ რძეს და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. თან ხშირად ურიეთ. 
მოხარშული კრემი გააციეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი და თქვიფეთ გათეთრებამდე. რაც უფრო დიდხანს და კარგად ათქვეფთ, მით გემრიელი კრემი გამოდის. ამიტომ 10 წუთის განმავლობაში მაინც თქვიფეთ.  გამოდგება ყველა ტიპის ტორტისთვის.
კრემი რომ მორთვისას მყარად დაფიქსირდეს, კრემი წინასწარ გააციეთ მაცივარში.

ტეგები:
კრემი რძე ნანახია: 214320