ვანილის ფუმფულა ბისკვიტი მდუღარე წყალზე
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ამ რეცეპტის უნიკალურობა მისი მომზადების სიმარტივეში და არაჩვეულებრივ შედეგშია!

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 150 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი
  • ზეთი - 3 ს.კ
  • მდუღარე წყალი - 3 ს.კ

მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში 3-ჯერ არ გაიზრდება და ფუმფულა მასად არ იქცევა.  შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი მიქსერის გარეშე. ამის შემდეგ წვრილ ზოლად,  ფრთხილად დაამატეთ მდუღარე წყალი, ვანილი და ზეთი. კვლავ ფრთხილად აურიეთ და გადაიტანეთ 20-22 სმ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წთ. ფორმას წინასწარ ჩააფინეთ ძირში ქაღალდი, გვერდებზე  ცხიმს ნუ წაუსვამთ.

გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი ფორმიანად გადააბრუნეთ თავდაღმა, დადეთ ბადეზე და ამგვარად გააცივეთ.

გაცივების შემდეგ ბისკვიტი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ: წაუსვით სასურველი კრემი, მოამზადეთ ტორტი, ან უბრალოდ პუდრა მოაყარეთ და ცილის სოუსთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად მიირთვით.
ტეგები:
ბისკვიტი ნანახია: 128635