მდუღარე წყალში, გამუდმებული მორევით ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ და გახსენით სიმინდის ფქვილი ან ღერღილი. კოშტები არ უნდა დარჩეს. თუ ფქვილით აკეთებთ 5-7 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თუ ღერღილით - 10-12 წუთი. მოხარშულ ფაფაში შეურიეთ კარაქი. ამის შემდეგ ორნაირი გზით შეიძლება ყველის დამატება: დაამატეთ კუბებად დაჭრილი და კიდევ ცოტა ხანს ხარშეთ ან თეფშზე გადმოღების შემდეგ დაამატეთ. ფაფას მარილი არ სჭირდება - მხოლოდ ზომიერად მარილიანი ყველი.