კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთკვერცხი, ნაღები, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, კონიაკი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა, პუდინგის ფხვნილი და ფქვილი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ერთ ნაწილს ავურიოთ კურაგა და ქიშმიში. ცომის მეორე ნაწილს შევურიოთ კაკაო. ზაფრანა და შაქრის პუდრა დავნაყოთ, დავასხათ 1 ს.კ. მდუღარე წყალი და 2-3 წუთი თბილად გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ცომის მესამე ნაწილს. კექსის ფორმას წავუსვათ ცოტა ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი. შემდეგ მასში მოვათავსოთ კაკაოიანი ცომი კაკაოიან ფენას ზემოდან დავუმატოთ კურაგიანი ცომის მასა და ფრთხილად გადავანაწილოთ. ბოლოს ფორმაში მოვათავსოთ ზაფრანიანი ცომი, თანაბრად გადავანაწილოთ და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება. იმისათვის, რომ მივხვდეთ, გამომცხვარია თუ არა ნამცხვარი, შუაგულში ჩავურჭოთ ხის ჩხირი. თუ ცომი არ ამოყვა და მშრალი ამოვიდა, ესე იგი მზადაა. გარდა ამისა, გამომცხვარი კექსი ზემოდან მუქი ოქროსფერი უნდა იყოს.რჩევაამ კექსის მომზადებას თუ გადავწყვეტთ, გვახსოვდეს, რომ უნდა გამოვიყენოთ ნამდვილი აღმოსავლური ზაფრანა და არა ქართული ყვითელი ყვავილი. თუ იგი არ მოგვეპოვება, შეგვიძლია ზაფრანის გარეშე გამოვაცხოთ